გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ მემორანდუმი გააფორმეს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან აცნობეს, თანამშრომლობის ინიციატივა აღნიშნულ სკოლას ეკუთვნის. „უნივერსიტეტით მათი განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ საგანმანათლებლო გარემომ და მრავალფეროვანმა ქართულ-ფრანგულმა საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებმა, რომელიც „ალმა მატერს“ გააჩნია. უნივერსიტეტის თანამშრომლობა ფრანკოფონურ საუნივერსიტეტო სააგენტოსთან, კიდევ უფრო განამტკიცებს ამ ურთიერთობებს“, - აცხადებენ უნივერსიტეტში.

მათივე ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლამ გასული წლის სექტემბერში დაიბრუნა ფრანგული ენის გაძლიერებული სწავლების სკოლის სტატუსი. „ამდენად, პერსპექტივებზე მსჯელობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთო ინტერესი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მათ წარმატებულ თანამშრომლობას.

მემორანდუმით დაიგეგმა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, კერძოდ, სკოლის სწავლების პროცესში სტუდენტების მონაწილეობა და უნივერსიტეტის პროექტებში მოსწავლეების ჩართვა. მიზნობრივი ღონისძიებების გამართვა და საუნივერსიტეტო ცხოვრებისათვის მოსწავლეების მომზადება“, – განაცხადეს უნივერსიტეტში.

ხელმოწერის ცერემონიას 23-ე სკოლის პედაგოგები და მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მოსწავლეებს გააცნო სასწავლო პროცესი, საგანმანათლებლო პროგრამები და ის გარემო, რომელშიც მომავალი თაობა იზრდება და პროფესიონალად ყალიბდება.

მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ მოახდინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა