ბორჯომის საკრებულოში ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ბორჯომის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და საკრებულოში მყოფ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში ბორჯომის მერიის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი საკრებულოს შენობაში მივიდა. მერიის თანამშრომლებმა, მას შენობის დატოვება მოსთხოვეს და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენეს.

„ბორჯომში ხდება ის, რაც არასოდეს არსად მომხდარა. ბორჯომის საკრებულო არის ერთადერთი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისი სურვილისამებრ ვერ დაკომპლექტა. ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელმაც დააკომპლექტა აქ უმრავლესობა, უარი უთხრა „ქართული ოცნების“ აქტივს, რომელიც დასაქმებულია ბორჯომის მერიაში, რომ მათ გაუორმაგდეთ ხელფასი. მეორე მცდელობა აქვთ, რომ ძალით, ხელების გადაგრეხვით აიძულონ დემოკრატიული გზით არჩეული საკრებულოს წევრები, მოაწერინონ ხელი იმაზე, რასაც არ თვლის, რომ გასაკეთებელია. „ქართული ოცნების“ აქტივი აქ არის მობილიზებული, რა თქმა უნდა სუსის დავალებით და ხელშეწყობით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით, რომლებსაც გამოკეტილი ჰყავთ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი. ვიქნები აქ, სანამ ვითარება არ განიმუხტება და სხდომა არ ჩატარდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ ჩავიდეს ბორჯომში, ვინაიდან მელიას შეფასებით, იქ არსებული ვითარება ფეთქებადსაშიშია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო