ანრი ოხანაშვილი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ რჩება სხვა რესურსი, გარდა პროვოკაციებისა

ერთი შეხედვით მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ რჩება სხვა რესურსი, გარდა პროვოკაციებისა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

"პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ დებატებზე, პოლიტიკურ წესებზე, არ არის სასურველი არანაირი ძალადობრივი აქტი თუ ძალადობრივი ქმედება. კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ უნდა დაველოდოთ, რა მოხდა. დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები, თუ რას ჰქონდა ადგილი. რა შთაბეჭდილებაც ერთი შეხედვით მრჩება, არის ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ რჩება სხვა რესურსი, გარდა პროვოკაციებისა, გარდა იმისა, რომ მიმართოს ყოველგვარ ქმედებას ისეთს, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ პროვოკაციასთან და გამოიწვევს ასეთი დაძაბულობის შექმნას. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი ასეთი ქმედებები, თუმცა დაველოდოთ შეფასებას, როგორი იქნება შესაბამისი ორგანოების მხრიდან და შესაბამისად, შეგვიძლია შემდგომ დამატებით ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს