ლევან დავითაშვილი - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ მას შეუძლია აზიური ფაროსანის დამარცხება

ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ მას შეუძლია ამ აზიური ფაროსანის დამარცხება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში“ სტუმრობისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ფაროსანასთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ მისი ნათქვამი იყო ინტერპრეტირებული და ოპოზიციამ დაიწყო ამ ფრაზის გამოყენება. მინისტრის თქმით, აზიური ფაროსანა არის პრობლემა და ეს არ არის მარტივი. როგორც მან აღნიშნა, აზიური ფაროსანა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, დიდი სირთულე და ყველა ქვეყნაში, სადაც ის არსებობს, არის დიდი პრობლემა.

„ჩემი განცხადება ჟურნალიტებთან ინტერპრეტირებული იყო სხვადასხვა კონტექსტში. მათ შორის, ის, თითქოს ეს არ არის პრობლემა და ეს არის უბრალოდ მწერი. ეს მწერია. მნიშვნელოვანია, რომ ეს უნდა დავაფიქსიროთ, რადგან ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ეს წარმოადგინონ, რაღაც მიუღწეველ, გადაულახავ პრობლემად და ამით ადამიანების დემოტივაციას ახდენენ. მთელი ჩვენი ამოცანაა, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, რომ მას შეუძლია ამ აზიური ფაროსანის დამარცხება. თუ მოსახლეობა ირწმუნებს და გააკეთებს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებით და რა კომუნიკაციასაც ჩვენ ვახდენთ, რა თქმა უნდა, ჩვენ შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა