დღეიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან

1-ელი მარტიდან დედაქალაქის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. დედაქალაქის მუნიციაპლიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მოსახლეობის ჩართულობის გარეშე პროექტის განხორციელება წარმოუდგენელია, ამიტომ, მაია ბითაძემ თბილისის მცხოვრებლებს მოუწოდა, გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე მოითხოვონ.

„მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან ჩვენ ორი დიდი საპილოტე პროექტის დაწყებას ვგეგმავთ და ძალიან ვთხოვ თითოეულ ადამიანს, რომელიც ისარგებლებს სამარშრუტო ტაქსებით, რომლებიც 14 ქუჩაზე იმოძრავებს, მოითხოვონ გაჩერებები მხოლოდ მოსაცდელებზე. ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, პირველი ეს არის მგზავრთა უსაფრთხოება, მეორე - დამატებითი საცობების ნაკადების თავიდან აცილება. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები 1-ელი მარტიდან მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერებენ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაემორჩილონ იმ მოთხოვნებს, რაც კანონმდებლობით არის დადგენილი“, - განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპილოტე პროექტი თავდაპირველად შემდეგ ქუჩებზე განხორციელდება:

1. მერაბ კოსტავას ქუჩა

2. ვაჟა-ფშაველას გამზირი

3. შოთა რუსთაველის გამზირი

4. პეტრე მელიქიშვილის ქუჩა

5. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი

6. ვახტანგ გორგასალის ქუჩა

7. დავით აღმაშენებლის ხეივანი

8. დავით აღმაშენებლის გამზირი

9. ილია ჭავჭავაძის გამზირი

10. ჟიული შარტავას ქუჩა

11. პეკინის ქუჩა

12. მარშალ გელოვანის გამზირი

13. ჯორჯ ბუშის ქუჩა

14. კახეთის გზატკეცილი

იხილეთ ვიდეო: 14 ქუჩა, სადაც დღეიდან მიკროვატობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაგიჩერებენ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს