ადვოკატი - პაატა ბურჭულაძის მეუღლე გერმანიის მოქალაქეა და მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს განსხვავებული წესით, რაც ასევე მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს

ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი პაატა ბურჭულაძის მეუღლის ანჟელა ვასილენკოს გამოკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურას საერთაშორისო ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იოსებ ბარათაშვილმა განაცხადა, ანჟელა ვასილენკო გერმანიის მოქალაქეა და თუ საქართველოს საგამოძიებო უწყება მის გამოკითხვას აპირებს, პროცესი უნდა დაუქვემდებაროს საერთაშორისო თანამშრომლობის ნორმებს.

„პროკურატურას მივმართეთ და მივუთითეთ, რომ ანჟელა ვასილენკო არის გერმანიის მოქალაქე, ცხოვრობს გერმანიაში და ამიტომ, საგამოძიებო ორგანოში დაბარებასა და გამოკითხვას ექვემდებარება სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს განსხვავებული წესით მიმართვას, ასევე მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას და იმ შემთხვევაში თუ პირი მუშაობს და უცდება სამუშაო დრო, ასევე განაცდურის ანაზღაურებასაც. პროკურატურას თუ სურს მისი დაბარება და გამოკითხვა, ის უნდა გამოიძახონ კანონით დადგენილი წესით“, - განაცხადა იოსებ ბარათაშვილმა.

ანჟელა ვასილენკო პროკურატურაში ფონდ „იავნანადან“ თანხების არამიზნობრივად გაფლანგვის საქმეზე დაიბარეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა