„ბიბლუსში“ წიგნების რჩეულ სერიებზე ფასდაკლება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ერთგულ მომხმარებელს -30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ისეთ პოპულარულ სერიებზე, როგორიცაა : Top თრილერი და მოსწავლის არჩევანი.
„Top თრილერის სერია აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო ნაწარმოებებს თრილერის ჟანრში, რომლეთა ავტორებმაც უკვე კარგა ხანია მოიპოვეს ლიტერატურის კრიტიკოსთა აღიარება. სერიის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ავტორების ნაწარმოებები, როგორებიცაა სტივენ კინგი, ჯეიმზ ელროი, იუ ნესბო, ჯეიმზ პეტერსონი და სხვა.
უნიკალური საყმაწვილო სერია „მოსწავლის არჩევანი“ კი გთავაზობთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს, რომლებიც მოზარდთა ასაკის, ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით არის დაჯგუფებული. პროექტი აერთიანებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ლიტერატურას, რაც თქვენთვის წიგნის შერჩევის პროცესს ნამდვილად გაამარტივებს.
მოსწავლის არჩევანისა და Top თრილერის სერიის ყველა წიგნის შეძენა -30%-იანი ფასდაკლებით მხოლოდ 1-ელ და 2 მარტს შეგეძლებათ. აქცია მოქმედებს „ბიბლუსის“ შემდეგ ფილიალში : „ბიბლუსი გალერეა“, თბილისი, კანდელაკის #7“, - აცხადებენ „ბიბლუსში“.