სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულის” მოვაჭრეთა ნაწილი ხანძარს გადარჩენილი საქონლის გამოტანას დღეს შეძლებს

სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულის” იმ მოვაჭრეთა სიების შედგენა დაიწყო, რომლებიც თავის სამუშაო ადგილზე უნდა შევიდნენ, რათა ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონელი გარეთ გამოიტანონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოვაჭრეთა ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად შევლენ ის მოვაჭრეები, რომლებსაც მალფუჭებადი პროდუქცია აქვთ, ხოლო სხვა მოვაჭრეების შეშვება დღეს ეტაპობრივად მოხდება.

”სიების შედგენა დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება მოვაჭრეების შესვლა. 3-3 ან 5-5 კაცი შევა ადგილზე. ნახავს თავის პროდუქციას და რაც საღია, ბუნებრივია, გარეთ გამოიტანს. ასე მოხდება ჯგუფურად შესვლა. ეს პროცესი ალბათ დღეს დასრულდება”, - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცეტრ ”ქალაქის გულში” 27 თებერვალს გაჩნდა, რის შედეგად 3000 კვ.მ-ზე მეტი ფართი დაიწვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა