ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, მას და მის ოპოზიციონერ კოლეგებს საკრებულოს შენობაში შესვლის და მუშაობის საშუალება არ ეძლევათ. ამის შესახებ ზაზა ჩაჩანიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი თქმით, მან სამართალდაცველებისგან ვერ მოისმინა ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ ეძლევა მას შენობაში შესვლის საშუალება.

რაც შეეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობას, ამ დროისთვის შენობაში იმყოფებიან საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც პარტია „ქართული ოცნებას“ წარმოადგენენ, ასევე ბორჯომის მერიის თანამშრომლები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ, დღის განმავლობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. საკრებულოში ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასების მატების საკითხის განხილვა იყო დაგეგმილი. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი თავდაპირველად ჩავარდა, რასაც

ბორჯომის მერიის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ისინი დღეს გაფიცვას და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

დღეს დილიდან კი ბორჯომში სამართალდამცველების დიდი რაოდენობა არის მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა