სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, ხანძრის შედეგად მისი პროდუქცია არ განადგურებულა და საქონლის გამოტანა შეძლო

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ერთ-ერთი მოვაჭრის თინიკო ნიკოლაიშვილის განცხადებით, მისი პროდუქცია ხანძრის შედეგად არ განადგურებულა და პროდუქციის გამოტანა გარეთ სრულად შეძლო.

ამის შესახებ მარინა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს სავაჭრო ცენტრში საკუთარი სამუშაო ადგილის დათვალიერების და იქიდან სავაჭრო პროდუქციის გარეთ გამოტანის შემდეგ განუცხადა.

„შეგვიშვეს ის მოვაჭრეები, რომლებიც მალფუჭებადი პროდუქციით ვვაჭრობდით. იმასთან შედარებით რაც მოხდა, ნამდვილად გადასარევი მდგომარეობა დაგვხვდა, ვინაიდან გაფუჭებული არაფერი არ არის. ამას დანამდვილებით ვამბობ. მაცივრებში ყინული რაღაც რაოდენობით კიდევ არის. ჩემი პროდუქცია არის გაყინული საქონელი, რომელიც გაფუჭებული არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ადმინისტრაციამ მუშები დაგვახმარა, გამოგვიყო ფართი, სადაც მაცივრები უნდა გადავიტანოთ. ამ დროისთვის უკვე გადავიტანეთ საქონელი და იქ შევინახეთ“, - განაცხადა თინიკო ნიკოლაიშვილმა.

ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულთან“ კვლავ რჩებიან მოვაჭრეები, და მათი შეშვება ტერიტორიაზე ეტაპობრივად მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა