ფოტოგამოფენა სახელწოდებით „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დოკუმენტური ფოტოგამოფენა სახელწოდებით „აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა: ფაქტები, შეფასებები“ გაიხსნა. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენის კურატორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას განცხადებით, ფოტოგამოფენის მიზანია კიდევ ერთხელ მიაპყროს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება აფხაზ სეპარატისტთა და კრემლის მესვეურთა დანაშაულებრივი ქმედებებს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძველესი ქართული კულტურის ძეგლების მიზანმიმართული ხელყოფისა და განადგურების ფაქტებს.

„რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართულ შორსმიმავალ გეოპოლიტიკური პროვოკაციის პოლიტიკას ატარებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე განხორციელებულია ქართველთა ეთნიკური წმენდა და ჰუმანიტარული გენოციდი, იკრძალება ქართულ ენაზე სკოლებში სწავლა და მიზანმიმართულად იშლება ქართული კულტურის კვალი, რაც აფხაზეთში ქართული ეთნოსის ავტოქტონობას ამტკიცებს. აფხაზი სეპარატისტები რუსული მხარის მონაწილეობით ყველაფერს აკეთებენ აფხაზეთში ქართველთა იდენტურობის კვალის წასაშლელად“, - აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია.

მისივე თქმით, დღეს, როცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირდა ქართველთა წამებისა და მკვლელობის ფაქტები, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საკუთარი დიპლომატიური მისიების მეშვეობით, უფრო აქტიურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას სადღეისოდ აფხაზეთში არსებული მწვავე ვითარების შესახებ.

ფოტოგამოფენის გახსნაზე იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ანალიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა