კახა კალაძის ინფორმაციით, მერიის სამსახურების სტრუქტურული რეფორმის მეორე ეტაპი იწყება

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში მერიის სამსახურების სტრუქტურული რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამის შესახებ კალაძემ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში განაცხადა, სადაც საზოგადოებას მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარუდგინა.

„ჩვენ განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანია მოქალაქეზე ორიენტირებული, მოქნილი მართვის განხორციელება. გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, რომელიც დამთავრდა, თუმცა მეორე ეტაპი იწყება სსიპ-ებში, ა(ა)იპ-ებში, შპს-ებში, რომელიც ასევე ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდება და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნული რეფორმის შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური და გაძლიერდა გარემოსდაცვითი მიმართულება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა