კახა კალაძე - აღმშენებლობაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თუ ყველაფერი ხარისხიანად არ შესრულდება, ჩვენი განხორციელებული პროექტების ფასი „კაპიკი“ იქნება

აღმშენებლობაზე რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, თუ ყველაფერი ხარისხიანად არ შესრულდება, ჩვენი განხორციელებული პროექტების ფასი „კაპიკი“ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში განაცხადა, სადაც მერის პოსტზე საქმიანობის 100 დღის ანგარიში წარადგინა.

„საკანონმდებლო დონეზე შეიქმნა ხარისხის კონტროლის ახალი მექანიზმი. რაც არ უნდა ვისაუბროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, აღმშენებლობაზე, თუ ეს ყველაფერი ხარისხიანად არ შესრულდება, „კაპიკი“ ექნება ფასი იმ პროექტებს, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ვამკაცრებთ ჩვენს მიდგომებს. პროექტის დამუშავების დონეზე მოხდება მისი ექსპერტიზა და შემდეგ, მშენებლობის პროცესში განხორციელდება ზედამხედველობა, ისევე, როგორც მშენებლობის დასრულების შემდეგ, კონკრეტული პროექტების ჩაბარება მოხდება ექსპერტიზის საფუძველზე. მკაცრად გაკონტროლდება მშენებლობის ნორმები და უსაფრთოების სტანდარტები. ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, საკანონმდებლო ცვლილებები გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ და ამ კონტექსტში თანამშრომლობისთვის პარლამენტს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ადამიანები იღუპებიან. რა თქმა უნდა, ამას ვერ შევეგუებით. შესაბამისად, ვამკაცრებთ რეგულაციებს, რომ მაქსიმალურად დაცული იყო მშენებლობაზე მომუშავე ადამიანების უსაფრთოება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა