საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ელჩებს, ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა