ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მას მუქარისშემცველი ზარებით ქართულ-აფხაზურ პროექტზე მუშაობის შეწყვეტას სთხოვენ

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირაკლი გოგიას განცხადებით, საკუთარ მობილურ ტელეფონზე უცხო ნომრისგან მუქარისშემცველი ზარი და სატელეფონო შეტყობინება მიიღო, რომლითაც უცხო პირი, ქართულ-აფხაზურ პროექტზე მუშაობის შეწყვეტას სთხოვდა.

ირაკლი გოგიამ მასზე განხორცილებულ მუქარაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ისაუბრა. ტელეკომპანიის ცნობით, ახმეტელის თეატრი ქართველი და აფხაზი მსახიობების მონაწილეობით პროექტებს ახორციელებს და სამხატვრო ხელმძღვანელი აღნიშნულ სატელეფონო მუქარას სწორედ ამას უკავშირებს.

„სამი თვის წინ დაიწყეს, ხან შემოთვლა, ხან „ჭკუას მოეგეთ, რეებს აკეთებთ“. ეს არიან ის ადამიანები, სეგმენტი, რომლებსაც არ აწყობთ აფხაზების და ქართველების ერთად დგომა. ერთ-ერთი ჩემი ინტერვიუ ამ საკითხზე, რომელიც ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო საშუალებას მივეცი და რომელიც ორენოვანია, გუშინ უკვე გამოიდო გაურკვეველ ფორუმებზე. არ ვიცი, ეს ფორუმები სად არის დარეგისტრირებული ან რა ხალხია იქ, დაიწყეს ამის განხილვა ძალიან ცუდ კონტექსტში. რა თქმა უნდა, იქაც გამოჩნდნენ ჩვენი მეგობარი აფხაზები, რომლებიც იცავენ ამ პოზიციას, რომ ეს კარგია... საღამოს უკვე უცხო ნომრისგან მივიღე „ეს-ემ-ეს“ შეტყობინება, რომელსაც ვკითხე, ვინ ხარ, რა ხარ, რა გინდა? მიპასუხა და ჭკუა დამარიგა, რომ „წესიერად მოიქეცი და შეეშვი საერთოდ ამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს და შერიგების პროცესში ჩარევას“. ასევე, ბოლოს იყო ლანძღვის წერილიც. მე, როდესაც უკვე გადავრეკე ამაზე, რა თქმა უნდა, გათიშული იყო ეს ნომერი“, - განაცხადა გოგიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა