ადვოკატი - ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ზურაბ ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ შემდგარა

ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკავებული პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ზურაბ ბაქრაძესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ შემდგარა. ამის შესახებ ზურაბ ბაქრაძის ადვოკატმა ზაზა შანავამ ჟურნალისტებს თბილსისის პროკურატურაში განუცხადა, სადაც გუშინ, ბაქრაძესთან საპროცესოს შეთანხმების თაობაზე პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდა.

ადვოკატის განმარტებით, ბუტა რობაქიძის საქმეზე გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც მოწმეები რიგითობის მიხედვით დაიკითხებიან, მათ შორის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ზურაბ ბაქრაძეც.

„არაფერზე შევთანხმებულვართ, სასამართლო სხდომები ჩვეულებრივად გაგრძელდება. წარმოდგენილი იქნება ბაქრაძეც. რიგითობით დაიკითხებიან მოწმეეები, ბაქრაძის დროც მოვა. შემდეგი პროცესი, თუ არ ვცდები, 14 რიცხვშია, ანუ რიგითობით გაირკვევა ვინ, როდის დაიკითხება. გადაწყევტილება არაფერზე ყოფილა, ასევე, შეთანხმებაც არაფერზე არ არის. ჩვეულებრივად გაგრძელდება სასმართლო პროცესი. წარდგებიან დასაკითხი მოწმეები. ბაქრაძე პროცესებს ჩვეულებრივად დაესწრება“, - აღნიშნა ზაზა შანავამ.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარე ბაქრაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მას შემდეგ მოითხოვს, რაც ჩვენებას მისცემს. მისივე თქმით, სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ბაქრაძემ მისცა, „არის ერთგვარად იმის საფუძველი, რომ პირი დაიკითხოს“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს