დავით უსუფაშვილი - ბორჯომში განვითარებული მოვლენები სახიფათოა, ასეთი პოლიტიკური პრობლემები სპეცრაზმითა და პოლიციის მეშვეობით არ გვარდება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარება სახიფათოა,- ამის შესახებ -"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა სპეცრაზმითა და სამართალდამცავებით არ უნდა გვარდებოდეს.

უსუფაშვილი მთავრობასა და პოლიტიკურ ლიდერებს ბორჯომში განვითარებული მოვლენების შესწავლას და შეფასებას სთხოვს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები არის სახიფათო. ასეთი პოლიტიკური პრობლემები სპეცრაზმითა და პოლიციის მეშვეობით არ გვარდება. ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითმმართველობის იდეა არ დავაგმობინოთ და თუ ასე გაგრძელდა საქმე მოქალაქეები იტყვიან, რომ აღარ გვინდა არჩეული მერი და არჩეული საკრებულო და ჯობია რაიკომის მდივანი დავინიშნოთ. ჩვენ მივმართავთ ყველას, რომ თითოეული საკითხი სერიოზული მსჯელობის საგანი იყოს. სამწუხაროა, რომ ერთპარტიული, მონოლითური მმართველობის მენტალიტეტს ვერ დააღწია თავი ვერც ერთმა ხელისუფლებამ დღემდე. ახლა რას უნდა ველოდოთ თიანეთსა და ოზურგეთში? იმპიჩმენტებს? იქ სადაც მერები შესაძლოა არ მოსწონს უმრავლესობას? თუ უნდა გადავდგათ ნაბიჯები მართლა თანამშრომლობისკენ",- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა