დავით სერგეენკო იმერეთის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორს და ქალაქების მერებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციური დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები განიხილეს.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას პირველად წარუდგინა ე.წ. მოქალაქის პორტალი - citizen.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის შესახებ. პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ მოქალაქე იგებს, რა სახის პაკეტით სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული საჭიროების დროს როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს სასურველ მომსახურებას და სხვა.

ანალოგიურ შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრი აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეშიც მართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა