გიორგი აბაშიშვილმა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატაში შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატაში შეხვედრა გამართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ შენცთან, რეგიონულ მენეჯერთან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კონსტანტინ ბეკოსთან და საერთაშორისო საგანმანათლებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან მელინა შნეიდერთან ავსტრიაში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო დუალური საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით ავსტრიული გამოცდილების გაზიარებას და ამ თვალსაზრისით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ავსტრიის ფედერალურ ეკონომიკურ პალატას კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ბაკურიანის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა შესთავაზა, რომლის ჩატარებაც წელს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით იგეგმება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ავსტრიელების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოითქვა და დეტალებზე შესათანხმებლად აქტიური კომუნიკაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

შეხვედრისას განიხილეს ასევე, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლობისა და ავსტრიელი ბიზნესმენების საქართველოს საინვესტიციო პოტენციით დაინტერესების მნიშვნელობა, ავსტრიელი ბიზნესმენების მომავალი ვიზიტი საქართველოში, რომელიც მაისში შედგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს