არჩილ თალაკვაძე - ირაკლი კობახიძემ კიშინოვში გამართულ კონფერენციაზე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კიშინიოვში ვიზიტს ეხმაურება.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიმართა.

„ირაკლი კობახიძემ კიშინიოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს მიმართა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი და მზადყოფნა, რომ ეს სიკეთეები ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გაუზიაროს.

კიშინიოვში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ირაკლი კობახიძე იყო და მან ეს მაღალი ტრიბუნა გამოიყენა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის. საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში და საქართველოს წარმატება თანამეგობრობის სტრატეგიული ინტერესია“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა