დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ჩვენი მოვალეობაა არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და ახლობლები ვანუგეშოთ

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სამშობლოსთვის თავგანწირული შვილების სახელები, რათა ასეთი რამ მეორედ არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახლში პანაშვიდის გადახდის შემდეგ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თბილისის სამღვდელოების გარკვეული ნაწილი დღეს წილკანში ჩამოვიდა, რათა ოჯახისთვის ნუგეში ეცათ და არჩილ ტატუნაშვილის სულის საოხად პანაშვიდი გადაიხადეს.

„დღეს მეცხრე დღეა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. ჩვენი მოვალეობაა მისი მშობლები და ახლობლები ვანუგეშოთ. ღმერთმა აცხონოს მისი სული და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სამშობლოსთვის თავგანწირული შვილების სახელები, რათა ასეთი რამ მეორედ არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, ერი და ბერი უნდა ვიყოთ ერთად, რომ დაინახოს მტერმა, როგორ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი გარდაცვლილთა სულები“, - განაცხადა მამა გიორგიმ.

პანაშვიდს თბილისის სამღვდელოების ოცამდე სასულიერო პირი ესწრებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა