ახალგორის გამგებელი - ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა, ყველა მანქანა და პირი მკაცრად კონტროლდება

ვიმედოვნებ, რომ გაურკვეველი არაფერი დარჩება და მოკლე დროში გვეცოდინება, როგორ მოხდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკანში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.

გამგებელმა იმედი გამოთქვა, რომ ცნობილი გახდება ის მიზეზი, თუ რისთვის დააკავეს 22 თებერვალს ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე.

გამეგებლმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ახალგორში ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც გამშვები პუნქტებია, გადაადგილება შეზღუდული არ არის, თუმცა, მკაცრად კონტროლდება ყველა მანქანა და პირი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო