სალომე სამადაშვილმა ბორჯომში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ბორჯომში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში გამართული შეხვედრა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სამადაშვილმა კომიტეტში გამართულ შეხვედრას ფარსი უწოდა.

„კონსულტაციების მიმდინარეობის დროს ზაზა გაბუნიამ კვლავ დაიწყო საუბარი ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე. მან ფაქტობრივად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა იმაში, რომ მათი სახელმწიფო მოხელეები დემოკრატიული პროცედურის დარღვევით და ძალადობით ცდილობენ აიძულონ საკრებულო, რომ გაიზარდონ ხელფასები. ეს ისეთი აბსურდული მდგომარეობაა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ ხელისუფლებამ გაწელოს დრო, რეალურად არავითარი ზომები არ მიიღოს. ძალადობის ინსპირაცია სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან მოდის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზების საფუძველზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დახურული შეხვედრა გაიმართა, უმცირესობის წინადადებაა ბორჯომში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომიტეტმა სპეციალური განცხადება მიიღოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა