იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, შესაძლოა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასვლითი სხდომა გამართოს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, შესაძლოა, გასვლითი სხდომა გამართოს. ამის შესახებ საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან და მოსამართლე ირაკლი შავაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი საშუალება იყოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად.

"ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიღებულა. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, იმისთვის, რომ ორ მოსამართლეს შორის დაპირისპირება ჩაცხრეს, რათა საბოლოო ჯამში მართლმსაჯულების ინტერესი არ დაზარალდეს. მტყუან-მართლის გარჩევა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილთან და მოსამართლე ირაკლი შავაძესთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ირაკლი შავაძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა ის ბრალდებები, რომელსაც დავით მამისეიშვილის წინააღმდეგ აყენებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო