კობა ნარჩემაშვილი - ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს იმის გაკეთებისკენ, რასაც ის ისედაც აკეთებს

უმრავლესობისა და ოპოზიციის რეზოლუციებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, თუმცა არის საკითხები, რითაც ოპოზიცია ქულების მოგროვებას ცდილობს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

დეპტატის თქმით, არასწორია მოსაზრება, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ძალის მიერ შეთავაზებული რეზულუციის იგნორირებას.

„ჩვენ ვაპირებთ ძალიან ყურადღებით ვიმუშაოთ ოპოზიციური ძალის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციაზეც. მისი იგნორირება არ ხდება. უმრავლესობისა და ოპოზიციის რეზოლუციებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვპოულობ, თუმცა არის საკითხები, რითაც ოპოზიცია ქულების მოგროვებას ცდილობს, მაგალითად, მოუწოდებს ხელისუფლებას იმის გაკეთებას, რასაც ის ისედაც აკეთებს“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.

უმრავლესობისა და ოპოზიციის რეზოლუციებს შორის დიდი განსხვავება არ არის. შესაძლოა ოპოზიცია გარკვეულად ქულების ჩაწერას ცდილობს - კობა ნარჩემაშვილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს