ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერის ანგარიშზე - ეს არ იყო კონკრეტული საქმეების შეჯამება, ეს იყო სადღეგრძელოების კასკადი, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში მერიაში

ეს არ იყო კონკრეტული საქმეების შეჯამება, ეს იყო სადღეგრძელოების კასკადი, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში თბილისის მერიაში, – ასე შეაფასა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თბილისის მერობის ყოფილმა კანიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერის, კახი კალაძის მუშაობის 100 დღის ანგარიში.

„აქ არ არის საქმე იმაში, რომ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კონკურენტები ვიყავით. კახი კალაძე ახლა თბილისის მერია და მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია, ვიდრე თბილისის მერობის კანდიდატს. შესაბამისად, ის რაც ჩვენ მოვისმინეთ, ასე ვთქვათ 100 დღის შეჯამება, ეს არ იყო კონკრეტული საქმეების შეჯამება, ეს იყო სადღეგრძელოების კასკადი, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში მერიაში“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

რაც შეეხება თბილისის მერის მოღვაწეობის 100 დღის შეჯამებას, უდუმაშვილის თქმით, ყველას ახსოვს, კახა კალაძემ თბილისის მერიაში მისვლისას პირველი რაც გააკეთა, ხელფასები გააორმაგა. აღნიშნულის შედეგად სახელფასო ბიუჯეტი მერიაში ორჯერ გაიზარდა.

„არაფერს ამ სადღეგრძელოებს აზრი არ აქვს, სანამ თბილისი გენერალურ გეგმას არ დაამტკიცებს. ეს პროცესი კი გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება. მანამდე კი ყველა იმ გადაწყვეტილების მიღება ხდება, რომელსაც გენერალური გეგმის დამტკიცების შემთხვევაში ვერ მიიღებენ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს