მაია მიმინოშვილი ფოთის საგამოცდო ცენტრის შესახებ - ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები

ფოთში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აბუტურიენტებს შეხვდა. შეხვედრა #2 საჯარო სკოლაში გაიმართა. მიმინოშვილის განცხადებით, ფოთში საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„ბუნებრივია და ვაღიარებ, რომ ვფიქრობდით კონკრეტული საგამოცდო ცენტრების გაუქმებას და ამაში ლოგიკა არის, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთ ემოციებს გამოიწვევდა აბიტურიენტებში. მაგალითად, სიღნაღში საგამოცდო ცენტრი გავაუქმეთ და არაფერი არ მოჰყოლია. არანაირი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა გამართლებული იყოს ის, არ ღირს იმად, რომ აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი ააღელვო და ანერვიულო, იმ დროს, როცა ერთადერთი რაზეც მათ უნდა იფიქრონ არის მოემზადონ გამოცდებისთვის და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ამიტომაც ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც პირველ რიგში აბიტურიენტებისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეხვედრას პედაგოგები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გუშინ ფოთში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა აქცია გამართეს. მათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის შესაძლო გაუქმება გააპროტესტეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა