ზესტაფონში ქალთა მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა

ზესტაფონში, ქალთა კვირის ფარგლებში საქართველოში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად მსვლელობა მოეწყო. აქცია გაიმართა პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ორგანიზებითა და ზესტაფონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. მსვლელობა ზესტაფონის ცენტრში დაიწყო და მის ქუჩებში გაგრძელდა, რომელშიც ასამდე ქალმა მიიღო მონაწილეობა.

"მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ ზესტაფონელების ჩართულობასა და აქტიურობას გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით", - განაცხადა განაცხადა ევროკავშირის გენდერული საკითხების, თავისუფლება, უსაფრთხოება/ვიზა ლიბერალიზაცია პროგრამების მენეჯერმა ქეთევან ხუციშვილმა.

" ჩემ პირველ წარმატებას პირველ ევროპულ თამაშებზე ჩემ თანაგუნდელ ქალბატონთან ერთად მივაღწიე, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. მე აქტიურად ვუჭერ მხარს გენდერულ თანასწორობას", - განაცხადა სპორტსმენმა, პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლაშა ფხაკაძემ.

აქცია კონცერტით დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა