გორის მერმა სამშობიარო სახლებში მყოფ დედებს საჩუქრები გადასცა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მოადგილე ეკატერინე სუხიშვილთან ერთად ქალაქის სამშობიარო სახლებს სტუმრობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მერმა და მერის მოადგილემ ახალშობილების დედებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. გარდა მელოგინეებისა, მათ თაიგულებით აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებიც დაასაჩუქრეს.

"დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა დედას. ძალიან გახარებული ვარ. დედების უმეტესობამ, ვისაც დღეს საჩუქრები გადავეცი, მესამე შვილი მოავლინა ამ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა ერთი და ორი, არამედ სამი და უფრო მეტი შვილის გაჩენას" , - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა სამშობიარო სახლებში 19 ახალშობილის დედა დაასაჩუქრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს