მალხაზ მაჩალიკაშვილი - დანარჩენს ევროპულ სასამართლოში ვიტყვით - მთელი ხეობის ტკივილია თემირლანი

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში სტარსბურგის სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გაგზავნა იგეგმება. პანკისის ხეობის სოფელ დიუსში გუშინ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა და მას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

"ახალი არაფერი თქმულა, მე ისედაც ყველაფერი ვიცი, ხალხისთის იყო ახალი დეტალები, რომ ხარვეზებით მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. შეცდომები არის დაშვებული და ვერ ასწორებენ. დანარჩენს ჩვენ ევროპულ სასამართლოში ვიტყვით. 22 მარტს დაკავებულების სასამართლოს შემდეგ გადავწყვიტავთ ზუსტად როდის მოხდება სტარსბურგის სასამართლოში ჩემი შვილის საკითხის გადაგზავნა. ერთი ნაწილი უკვე გამზადებული გვაქვს გასაგზავნად, დანარჩნესაც გადავწყვეტთ. მთელი ხეობის და ყველას ტკივილია თემირლანი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - დანარჩენს ევროპულ სასამართლოში ვიტყვით, მთელი ხეობის ტკივილია თემირლანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო