ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და მათი ფუნქციონირება გაგრძელდება

ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრების ფუნქციონირება გაგრძელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები შენარჩუნდება. რეგიონებში აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს მინისტრის დავალებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი ესაუბრა და მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, გადაწყდა, რომ ოზურგეთსა და ფოთში საგამოცდო ცენტრები არ დაიხურება და ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს გამოცდების აღნიშნულ ცენტრებში ჩაბარებას“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, იგეგმება 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

5 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საგამოცდო ცენტრების სრული სია გამოქვეყნდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა