ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში საფეხბურთოს სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, სტადიონი 6 ათას მაყურებელზეა გათვლილი და იგი ექსპლუატაციაში ზაფხულში შევა.

„სტადიონი ათეული წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, ადგილობრივ ფეხბურთელებს წვრთნების გავლა და თამაშების ჩატარება კი სხვა მუნიციპალიტეტის საწვრთნელ ბაზაზე უწევდათ.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სხვადასხვა მიზეზის გამო პროექტის მიმდინარეობას ხელი შეეშალა და დროში გაიწელა, თუმცა ამ ეტაპზე ხარვეზები გამოსწორებულია და მიმდინარეობს ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა და ავტოსადგომი. ასევე, მოასფალტდება სტადიონის მისადგომები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 863 000 ლარია“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა