თავისუფლების მოედანზე რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია!“ მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებმაც აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს, პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მოუწოდეს, გადადონ გვერდით საკუთარი ინტერესები და ყოველგვარი სტატუსის გარეშე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ასევე, იგეგმება რეჟისორ თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს.

"მშვიდობა ომზე მეტია" - თავისუფლების მოედანზე ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა