ყაზბეგის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

ყაზბეგის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალი ჩაირთო.

"ჩვენი ერთ-ერთი "იუპიესი" დაზიანდა, რამაც გამოიწვია მცირედი დაკვამლიანება და ამის გამო ამოქმედდა სიგნალიზაცია. სიგნალიზაციის ამოქმედების შემდეგ მოვახდინეთ თანამშრომლების ევაკუაცია, რადგან უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები გვაქვს. გამოვიძახეთ სახანძრო და საპატრულო პოლიცია. თუმცა, ხანძრის არარსებობის გამო, მათ ტერიტორია მალევე დატოვეს. ამ ეტაპზე ბანკი გამართულად მუშაობს, ჩვეულ რეჟიმში ვემსახურებით კლიენტებს", - განაცხადეს "პროკრედიტ ბანკის" პრესსამსახურში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს