„ლიბერთი ბანკი“ ქართველ პარაოლიმპიელებს მხარს უჭერს

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი პარაოლიმპიელებიც იასპარეზებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლიბერთი ბანკიდან“ აცნობეს, ისინი ქართველ პარაოლიმპიელებს მხარს უჭერენ.

მათივე ინფორმაციით, 9 მარტს, ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე, საქართველოს დელეგაცია ოლიმპიურ სტადიონზე ქართულ ეროვნულ დროშას პირველად წარადგენს.

ორი ქართველი პარაოლიმპიელი თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი თხილამურებით კროსში მიიღებენ მონაწილეობას და მათ ეკიპირებას „ლიბერთი ბანკი“ უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, 9-18 მარტს კორეაში, ქალაქ პიოჩანგში ზამთრის პარაოლიმპიური თამაშები ტარდება, სადაც 41 ქვეყნის 670 სპორტსმენი მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა