სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო პროვოკაციები ზიანს აყენებს შერიგების ატმოსფეროს

ჩრდილოეთ კორეის ახალი სამხედრო პროვოკაციები ზიანს აყენებს შერიგების იმ ატმოსფეროს, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე ზამთრის ოლიმპიადის შემდეგ შეიქმნა, - აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კან გიონ ხვამ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პროვოკაციები უარყოფით გავლენას მოახდენს კონსტრუქტიული დიალოგის წარმოების პერსპექტივებზე.

„ჩრდილოეთ კორეამ არ უნდა განახორციელოს ახალი პროვოკაციები. ბირთვული ან სარაკეტო გამოცდები ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის განახლებულ დიალოგს“, - აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც კან გიონ ხვამ განაცხადა, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამა მიუღებელია.

„ჩვენი პოზიცია ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო-ბირთვული პროგრამა მიუღებელია. თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რისთვისაც სეული ერთდროულად გამოიყენებს დიალოგისა და ზეწოლის გზას“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა