გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხალხს აიძულებდა დაეტოვებინა თავიანთი სოფელი, ბევრმა მათგანმა დატოვა ქვეყანა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებდა დაეტოვებინა თავიანთი სოფელი, წავიდნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობის აღმოფხვრაა.

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში სოფლად ხალხს აიძულებდა დაეტოვებინა თავიანთი სოფელი, წავიდნენ ქალაქში, ბევრმა მათგანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტრეტი, რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ. სწორედ ამისთვის, დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ 2014 წელს მიღებული თვითმმართველობის კოდექსი, რომელმაც შექმნა ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მთავარი ღერძი, ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აიგოს რეფორმის შემდგომი ნაბიჯები.

დღეს, ჩვენ წარმოგიდგენთ დეცენტარალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიულ ხედვას, რომლის მიზანიც არის კიდევ უფრო გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე.

ჩვენი ხედვა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: - პირველი ეს არის თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება; მეორე - თვითმმართველობას, მეტი ეფექტიანობისთვის, უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსის თანდათანობით გადანაწილება; მესამე - თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს, სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ქმედით და აქტიურ ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ამ სამივე ღერძის ფუნქციონირება მოგვცემს თვისობრივ შედეგს თვითმმართველობაში.

რასაკვირველია, ეს კომპლექსური სამუშაო გახლავთ და მას, სათანადო რესურსი და დრო სჭირდება. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ დროში გაწერილ ხედვას, როგორ მივდივართ მიზანმიმართულად ამ მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ჩვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიდი მხარდაჭერა გვაქვს, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ვინაიდან, მათი დახმარების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსის მიღება და და დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე ეტაპზეც გვექნება მათი მხარდაჭერა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა