არჩილ თალაკვაძე - ყველას ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთი კითხვებზე პასუხებს არ გასცემს

არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის თემა, რომელზეც ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში არსებული ორი რეზოლუციის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ამოცანაა, არჩილ ტატუნაშილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობების საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთი კითხვებზე პასუხებს არ გასცემს.

“ჩვენ ამ კვირაში სესიაზე გავიტანთ პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ძალიან პრინციპულია. ამ რეზოლუციაში არის გაკეთებული, როგორც მკაცრი შეფასებები არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. არის კონკრეტული ქმედებები მოთხოვნილი, რომლებიც ეხება პირველ რიგში, ცხედრის გადმოცემის საკითხს, საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების საკითხს და ასევე ეხება საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების საკითხს. ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ მსჯელობისთვის ნებისმიერ მხარესთან, რადგან არჩილ ტატუნაშვილის საკითხი არის ის თემა, რომელზეც ყველანი ერთად უნდა დავდგეთ. აქ მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთიანი პოზიცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს პარლამენტის, მთავრობის დელეგაციებმა უკვე არაერთ საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოთქვეს ამაზე თავიანთი პოზიციები, ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ გასცემს კითხვებს პასუხებს და არ გასცემს ამ კითხვებს პასუხებს არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ყველგან, სადაც დგას ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხი. ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მკაცრი პოზიციების დაფიქსირება დღეს ნიშნავს, რომ ხვალ სხვაგან უფრო მეტად იქნება დაცული სხვა ადამიანის უფლებები, რომელთაც შეიძლება მსგავსი საფრთხე ემუქრებოდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია შესული. ერთი უმრავლესობის, მეორე კი უმცირესობის მიერაა ინიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო