იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული ქართული ენის მასწავლებელი სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს

იორმუღანლოს სკოლის ქართული ენის მასწავლებელი, რომელიც სამსახურიდან გაათავისუფლეს, სასამართლოში ჩივილს და სახალხო დამცველის სახელზე განცხადების დაწერას აპირებს.

თეა გურგენიძე რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მოსწავლის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

მისივე თქმით, მას ამ დრომდე არ აქვს ის კადრები ნანახი, რის საფუძველზეც დისციპლინური საბჭოს ექვსმა წევრმა სამსახურიდან გათავისუფლების ოქმი შეადგინა.

თეა გურგენიძე ფიქრობს, რომ ოქმის შედგენა ზეწოლის საფუძველზე მოხდა.

"რამდენიმე წლის წინ დედაჩემი მუშაობდა სხვა სოფელში მასწავლებლად და უმიზეზოდ გაათავისუფლეს, რის გამოც რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან პასუხი მოვითხოვე, თუმცა მაშინ ის დამემუქრა, რომ თუ ჩუმად არ ვიქნებოდი, მეც დედის მსგავსად სამსახურიდან მომიწევდა წასვლა. ჩემი 12-წლიანი მუშაობის პერიოდში არასოდეს საყვედური არ მიმიღია და არც მოსწავლის ცემის ფაქტი დაუბრალებია ვინმეს. რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მანანა ცუცქირიძეს არ დავემორჩილე და თავისუფალად გავაგრძელე ცხოვრება. სოციალურ ქსელსაც ვიყენებ და ჩემს აზრსაც ვაფიქსირებ. ვფიქრობ, სწორედ ამ დაუმორჩილებლობის გამო, დისციპლინური საბჭოს წევრებს ცუცქირიძემ ზეწოლით შეადგენინა გათავისუფლების ოქმი. მე ვაპირებ სამათლებრივ ბრძოლას, რადგან თუ აქვთ კადრები, სადაც მე ვცემ მოსწავლეს, რატომ არ მაჩვენეს?“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს“ პედაგოგმა თეა გურგენიძემ.

როგორც ცნობილია, ქართული სექტორის მასწავლებლის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სკოლის მოსწავლეების და მშობლების ნაწილმა დღეს დილით აქციაც გამართეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა