საია მოსამართლეთა უვადოდ განმწესებისას ანა დოლიძის აცილების უკანონოდ ცნობას მოითხოვს

საია მოსამართლეთა უვადოდ განმწესებისას ანა დოლიძის აცილების უკანონოდ ცნობას მოითხოვს.

სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა მიხეილ ჯახუამ შეიტანა. როგორც მან განმარტა, კონკრეტულ მოსამართლეებთან გასაუბრებიდან საბჭოს წევრის აცილების საფუძველი ანა დოლიძის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები გახდა. ჯახუას შეფასებით, ანა დოლიძის პროცესებიდან აცილებით, მისი უფლებები დაირღვა.

"2018 წლის 6-7-8 თებერვალს გამართულ სხდომებზე, კონკრეტული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცედურიდან ანა დოლიძის აცილება მოხდა. ამის საფუძველი იყო დოლიძის მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიცია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. ეს განცხადება არ იყო მიმართული კონკრეტულად იმ მოსამაართლეების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც მოხდა ანა დოლიძის აცილება და აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ აცილების გადაწყვეტილება უკანონო იყო. ასევე მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილებების შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ შეიზღუდონ საჯარო კრიტიკისგან და მათ მიერ გამოთქმული პოზიცია არ გახდეს მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების, ანუ მოსამართლეთა არჩევის უფლებამოსილების შეზღუდვის საფუძველი", - განაცხადა მიხეილ ჯახუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა