ირაკლი კობახიძე - არასწორი მოცემულობაა, რომ თვითმმართველობის დონეზე ერთპარტიული უმრავლესობაა ჩამოყალიბებული

ვითარების გართულების საფუძველი არათუ არ უნდა იყოს ის, რომ სადღაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, პირიქით, თვითმმართველობის განვითარების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობის დონეზე პლურალიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბორჯომის მოვლენების დროს, ის საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, დეტალური ინფორმაციაც არ აქვს.

„რა ინფორმაციაც მაქვს, პროცესები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფერხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, ვერ გაიცემოდა ხელფასები მოხელეებზე, იყო უთანხმოება საკრებულოს შიგნით, საკრებულოსა და მერიას შორის და ამან გამოივიწია პროცესების გართულება. არათუ არ უნდა იყოს ვითარების გართულების საფუძველი ის, რომ სადღაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, პირიქით, თვითმმართველობის განვითარების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობის დონეზე პლურალიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პირდაპირ ვიტყვი, არასწორი მოცემულობაა, რაც იყო 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც, რომ პრაქტიკულად, ერთპარტიული უმრავლესობაა ჩამოყალიბებული ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. თუ გვინდა, რომ თვითმმართველობა განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის იყოს რესურსები გადანაწილებული თვითმმართველობის დონეზე. მგონია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და საბოლოო ჯამში, ეს პროცესები მიგვიყვანს სწორედ მეტ პლურალიზმამდე, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. მთავარია ის, რომ პარტიებს შორის ჩამოყალიბდეს უფრო მეტად კონსტრუქციული ურთიერთობები, თანამშრომლობა და ამ შემთხვევაში ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა