აჭარაში მცხოვრები მეწარმეები ახალ საგადასახადო ინიციატივებს გაეცნენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში დღეს მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

ახალი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მეწარმეებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მიაწოდეს. რის შემდეგაც, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალი საგადასახადო ინიციატივის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 120 000-ზე მეტ მეწარმეს შეეხება. აქ იგულისხმება ფიზიკური პირები. საუბარია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განაკვეთის ხუთჯერ შემცირებაზე 5 %-დან 1 %-მდე. კერძოდ, თუ ადრე იყო 100 000 ლარამდე ბრუნვაზე, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიასაც მოიცავს.

,,ეს ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი მეწარმეებისთვის, უშუალოდ ჩვენი რეგიონისათვის. თქვენ იცით, რომ ქვეყნის მასშტაბით აჭარაში ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი ეკომომიკური პროექტები ხორციელდება. ახალი საგადასახადო ინიციატივა კი შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მეწარმეებს კიდევ უფრო განავითარონ საქმიანობა, იყვნენ მეტად ჩართულები, დასაქმდეს მეტი ადამიანი. ეს არის სწორი ხედვა, სწორი სტრატეგია, რომელიც ჩვენს მთავრობას გააჩნია,“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“, ასევე, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4072647 და შესაძლებელია შენიშვნებისა და წინადადებების დაფიქსირება.

ბათუმში გამართული შეხვედრა რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა