კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელად ვახტანგ ლომჯარია წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელად ვახტანგ ლომჯარია წარადგინა.

კალაძის თქმით, ლომჯარია პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი და საჯარო მმართველობის სპეციალისტია.

"მან განათლება გერმანიაში მიიღო, ამჟამად გადის დოქტორანტურას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება და დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაგვადგება ამ საქმეში.

ცხოველების მონიტორინგის სააგენტო ბოლო პერიოდში მუდამ იყო საზოგადოების და ცხოველთა დამცველების ყურადღების ცენტრში. იყო ბევრი შენიშვნა, სურვილი და დარწმუნებული ვარ, ახალი გუნდი ახალი ხედვებით დააკმაყოფილებს როგორც ქალაქის საჭიროებებს, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს. ჰუმანური, სამართლიანი და თანამედროვე - ასეთი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს სამსახური, რომელიც იზრუნებს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ცხოველების უფლებებსადა იქნება ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენთაგანს რომ იყოს - ჰუმანური და თანამედროვე",- განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია