დიმიტრი გვრიტიშვილის შეფასებით, მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე გასაუბრებიდან ანა დოლიძე საფუძვლიანად იქნა აცილებული

იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეთა უვადოდ განმწესებაზე გასაუბრებიდან ანა დოლიძე საფუძვლიანად იქნა აცილებული. გვრიტიშვილი გამოეხმაურა საია-ს მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელშიც გასაუბრებიდან უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების მიერ ანა დოლიძის აცილების უკანონოდ ცნობას მოითხოვენ. გვრიტიშვილის თქმით, ანა დოლიძემ გასაუბრებამდე კანდიდატების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა, აქედან გამომდინარე, აცილებაც საფუძვლიანი იყო.

რაც შეეხება სარჩელს, გვრიტიშვილის თქმით, აღნიშნულ სარჩელს რამდენად აქვს დაკმაყოფილების პერსპექტივა, ეს სასამართლოს და კონკრეტული მოსამართლეების გადასაწყვეტია.

"პროცედურა, რაც კანონშია ჩადებული, ჩემი აზრით, სამართლიანია და ეს პროცუდურა უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი კონკურსის პირობებში, კერძო ან საჯარო სექტორში, ადამიანი, რომელიც კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში გადაწყვეტილებას იღებს, უნდა იყოს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებელი. ანუ მან წინასწარ, უარყოფითი დამოკიდებულება კანდატის მიმართ არ უნდა გამოავლინოს. ეს არის აბსოლუტური აქსიომა ყველა კონკურსისთვის,სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს - ეს იქნება სასამართლოში,სხვა დაწესებულებაში,თუ კერძო სექტორში. არაერთგზის აღვნიშნე, რომ ანა დოლიძემ წინასწარ გამოხატა გარკვეული მოსამართლეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება იმის გამო, რომ ისინი წარსულში თანამდებობაზე იყვნენ დანიშნული. ამ შეფასების გამო, ანა დოლიძე ჩამოცილებული იქნა დანიშვნის პროცედურას საბჭოს მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა