საქართველოში პირველად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები შემუშავდება

სასტუმრო „რუმსში“ ხვალ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსების ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს, ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე გახსნის. პროექტის მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ არის ინიცირებული და ის პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები. კურსები მოიცავს, როგორც ზოგად პროფესიულ პროგრამას, ასევე საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს. კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და პილოტირების შემდეგ, ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის შედეგები და სამომავლო გეგმები“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს