SANA - აფრინის რაიონში ავიადარტყმების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა თურქების საჰაერო ძალების დარტყმების შედეგად აფრინის რაიონში და 22 ადამიანი დაიჭრა, - იუწყება სირიის სამთავრობო სააგენტო SANA.

სააგენტოს ინფორმაციით, შეტევა ბრეინისა და თელ-ასუადის სოფლებში საცხოვრებელ სახლებზე მიიტანეს. შედეგად ქალაქების ინფრასტრუქტურამ სერიოზული ზიანი მიიღო. დაშავებულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

20 იანვარს თურქეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „ზეთისხილის ტოტი“, რომელიც „სახალხო თავდაცვის ძალების“ დანაყოფებისა და პარტია „დემოკრატიული ერთობის“ წინააღმდეგ არის მიმართული. თურქეთი აღნიშნულ ორგანიზაციებს ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს. აფრინში 1.5 მილიონი ქურთი და სირიელი დევნილი ცხოვრობს.

თურქეთის გენშტაბის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ოპერაციის დაწყებიდან ქურთული დაჯგუფებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ 2 777 წევრია ლიკვიდირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა