გიორგი აბაშიშვილი პროექტის "სამოქალაქო ქმედების სკოლა" მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტური, ინოვაციური პროექტის "სამოქალაქო ქმედების სკოლა" მონაწილეებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობისათვის კვალიფიციური დისკუსიის სივრცის შექმნას, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელონ.

სადისკუსიო თემებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და სხვა თემები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ პროექტის ფორმატში შეკრებილი ახალგაზრდები მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

,,ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის დისკუსიებში ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები, მათი კვალიფიციური აზრი არსებობდეს. პროექტი გრძელდება და ახალგაზრდები იმსჯელებენ ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზეც“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს