გია ხუხაშვილი - თუ პრეზიდენტობის ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის პოსტზე თუ ქალი კანდიდატის დასახელება სურს, მაშინ უმჯობესია დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი დაასახელონ. როგორც გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ენძელა მაჭავარიანის მიმართ აგრესია არ არის.

”თუ ქალ კანდიდატზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ წულუკიანზე და ზურაბიშვილზე მეტი შანსები ენძელა მაჭავარიანს აქვს, რადგან ამათ აქვთ ნეგატიური რეიტინგი და ენძელას მიმართ კი აგრესია არ არის, ის საკმაოდ მხიარული ადამიანია და პოზიტივი გაყვება საარჩევნო კამპანიას, ჩვენც უფრო მეტი პოზიტივით დავიმუხტებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაციები მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებთან მიმართებით, დიდი ალბათობით სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილება სხვა ფორმით და სხვა ადგილზე მიიღება. მისივე მოსაზრებით, მმართველი პარტია უფრო მოგებული დარჩება, თუ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებისთვის ნაკლებ ცნობადი სახე იქნება.

“კანდიდატები, რომელთა შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია შესაძლოა, მათი შიდა ოპონენტების მხრიდან იყოს ინიცირებული, გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკიდან გამომდინარე. ახლა მიმდინარეობს ხალიჩისქვეშა თამაშები - ყველა დაჯგუფებას ყავს თავისი ფავორიტი და ცდილობენ მათი ფავორიტები წარმოაჩინონ წინა პლანზე, მაგრამ არა დღეს. ისინი არა მხოლოდ ფავორიტების ლობირებით, არამედ პოტენციური ოპონენტების მიმართ გარკვეული შავი პიარით არიან დაკავებულნი. გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სულ სხვა ფორმით და სხვაგან მიიღება. ახლა მიმდინარეობს ჯგუფური თამაშები და აწყობენ ე.წ. გაჟონვებს.

სინამდვილეში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვინ იქნება აზრი არ აქვს, რადგან ეს არის ერთი დიდი მასა, სადაც არ მომხდარა ლიდერების გენერირება და ნებისმიერი ამ პარტიის წევრი აიღებს ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის ხმას. მეტიც, უცნობი კანდიდატი უფრო მეტ ხმას აიღებს, რადგან მას არ აქვს ნეგატიური რეიტინგი, ცნობილებს უკვე აქვთ დაგროვილი „ცოდვები“ და მათი გაყვანა უფრო რთული იქნება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა