“თიბისი არტ გალერეაში” გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე“ გაიხსნა

”თიბისი არტ გალერეა” გამოფენას „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 “ მასპინძლობს. ”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენლია ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამის ტექნიკითაა შესრულებული.

მათივე ცნობით, ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნების განლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება.

გამოფენის იდეის ავტორი ახალგაზრდა ფოტოხელოვანი - გიორგი ინდუაშვილია, რომელიც წლებია ფოტოგრაფიის ძველი ტექნოლოგიების შესწავლასა და მათ ახლებურად გამოყენებაზე მუშაობს.

”გიორგი ინდუაშვილის ნამუშევრები ციანოტიპ-ფოტოგრამები გარემოს დაბინძურების თემას ეხმიანება. სერია „პლასტმასის თევზი“ ხელოვანის ერთგვარი რეაქციაა ამ პრობლემაზე, სწორედ ამიტომ გიორგი ინდუაშვილმა მასალად გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი ცელოფანი გამოიყენა. ნამუშევრების ნეგატივი ქიმიური ხსნარისა და სინათლის მანიპულაციით არის მიღებული.

საბა შენგელიას ნამუშევრები ციფრული ფოტოგრამებიც (იგივე სკანოგრამები) კამერის გარეშეა შექმნილი, თუმცა ამ შემთხვევაში არტისტმა თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. სერია „განდეგილის ბაღი“ ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს.

გამოფენას თიბისი არტ გალერეა 1 თვის განმავლობაში, 2 აპრილამდე უმასპინძლებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის