ეკა ბესელია ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე - მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ მკვეთრი ეფექტი

მე ვფიქრობ, ერთ დოკუმენტში შეიძლება გაერთიანდეს მთლიანი ხედვა. ჩვენთვის მთავარია, დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის განხილვაზე საუბრისას განუცხადა. ბესელიას თქმით, უკეთესი იქნება, თუკი პარლამენტი ერთიან დოკუმენტს მიიღებს და რეზოლუცია ყველა პოლიტიკური ძალის მიერ იქნება მხარდაჭერილი.

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს, ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლება ელოდება, რომ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი საბოლოოდ მალე გადაწყდება.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავიხსენებთ უმძიმესი მოვლენა. ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმში ვართ. ბოლო ინფორმაცია ყველაზე უფრო საიმედო იყო და ველოდებით, რომ საბოლოოდ მალე გადაწყდება გადმოსვენების საკითხი, რომ ოჯახს მიეცეს დატირების საშუალება. რაც შეეხება შემდგომ ქმედებებს, დღეს პარლამენტში დაგეგმილია რეზოლუციების განხილვა. ალბათ, უკეთესი იქნება თუკი ერთიანი დოკუმენტი იქნება. ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც უმრავლესობამ წარმოადგინა, ძალიან მკაცრი შეფასებები და ფართო ხედვაა, ამ ძალიან მძიმე შემთხვევის გამო საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის, მობილიზების და რეაგირების. მე მგონი, ეს დოკუმენტი მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა ძალის მიერ. ვფიქრობ, ერთ დოკუმენტში შეიძლება გაერთიანდეს მთლიანი ხედვა. ჩვენთვის მთავარია დოკუმენტს ჰქონდეს არამხოლოდ შეფასების შინაარსი, არამედ ჰქონდეს მკვეთრი ეფექტი და საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირების შინაარსიც. დოკუმენტი კარგადაა მომზადებული და თუ საჭიროა რაიმეს დამატება, ამისთვისაც მზად ვართ", - განაცხადა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს